მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოქროს მოწმის ჩვენებას შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების ადვოკატები უნდობლობას უცხადებენ

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წელი.

გუშინ, 3 ოქტომბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასაჯაროვდა გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის, გური ამირხანაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

ამირხანაშვილმა პროცესზე ისაუბრა ტოიოტა ქამრის ყველა მგზავრსა და გიორგი ქათამაძეზეც.

გური ამირხანაშვილმა ასევე დაადანაშაულა მერსედესის მგზავრები და კიდევ 2 არასრულწლოვანი.

ბრალდებულების ადვოკატები ამირხანაშვილის ჩვენებას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მისი ნათქვამი არ არის ობიექტური და პროკურატურის წარმომადგენლების მიერ არის ნაკარნახევი. მათი თქმით, უნდობლობას იწვევს ის, რომ ამირხანაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, გაგნიძის ადვოკატი აღნიშნავს, რომ აუცილებელია სისხლის სამრთლის საქმე აღიძრას ამირხანაშვილის წინააღმდეგ, რადგან მან გამომძიებლებს ცრუ ჩვენება მისცა.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 არასრულწლოვანი და 6 სრულწლოვანი პირია დაკავებული. 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო 12-ს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

გიორგი შაქარაშვილი 21 ივნისს მაშველებმა არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.