მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომბუდსმენის განცხადებით შსს შესრულებული დავალებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულების შესახებ მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში წარადგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული სახალხო დამცველის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა და აღნიშნა, რომ იგი გამოირჩეოდა შესრულებული დავალებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით.

"რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროში 2018-2020 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ:სამინისტრომ გაზარდა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. კვლავ გრძელდება ექიმების დასაქმება სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტებში და დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 29 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 23 იზოლატორში. 2020 წელს იგეგმება ექიმების დასაქმება სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის კიდევ ერთ იზოლატორში - ბაღდათი.

იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად დოკუმენტირების მიზნით, 2020 წელს ცვლილება შევიდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქციაში და დეტალურად გაიწერა სხეულზე არსებული დაზიანების ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტოსურათების შენახვის დეტალური წესები.ამასთან, 2019-2020 წლებში არაერთი ტრენინგი ჩატარდა დაზიანებების დოკუმენტირების, მათ შორის, სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების საკითხებზე", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სამინისტრო, იზოლატორებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადებას 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს.