სამართალი

ორშაბათიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

ციხე, პენიტენციური
14:21 22.05
დაკოპირებულია

"მინდა უკვე დღეიდან იცოდეს საზოგადოებამ, რომ ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ორშაბათს დილიდან უკვე შევძლებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში აღვადგინოთ ხანმოკლე პაემნები, რომლებსაც როგორც პატიმრები, ასევე მათი ოჯახის წევრები რამდენიმე კვირაა ელიან", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე აღდგეს გარესამყაროსთან და ოჯახთან მსჯავრდებულების და იმ ბრალდებულების კონტაქტი, ვისაც ამის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია, ძალაში დარჩება გარკვეული თავისებურებები.

"პრევენციული ზომები ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც აქამდე იყო და ორშაბათიდან მოკლევადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში. ამასთან, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, რომ დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა",- - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი შეზღუდვა, რაც პენიტენციურ სისტემაში მოიხსნა, იყო შეზღუდვა ამანათების მიღებაზე.

"პროცესი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ის საკმაოდ დიდი ტალღა ამანათებისა და გზავნილებისა, რასაც მოველოდით, სახეზე არ არის. ჩვენ ვართ ამანათების მიღების იმ ჩვეულებრივ რეჟიმში, რომელშიც ვიყავით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში. ეს ასე გაგრძელდება და ამ სიახლეს, შეღავათს, ორშაბათიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ხანმოკლე პაემნებიც ემატება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რუსეთი ჩარევა საქართველოს 2020-ის არჩევნებში

კრემლის კვალი 2020 წლის საპარლამენტო არჩ...

საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ რ...
საქართველოს ბანკისა და შპს ვივის თანამშრომლობით კახეთში, გურჯაანში, თელავსა და ალავერდში 85 ჰექტარზე...
15:39
საქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის...
15:32
ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროზე მაშველებმა 38 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მ...
15:31
პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯ...
15:15
მეღვინეობის დაფინანსება საქართველოს ბანკის დაფინანსებით ჩოხატაურში ღვ...
საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის მარანი აშენდა. ა...
თბილისის N28 საბავშვო ბაღის ავარიული შენ...
სამგორის რაიონში მდებარე N28 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწ...
თსუ-ს შემოქმედებითი კონკურსის „წერის არქ...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქ...
Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალ...
·         „ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲑᲔᲗᲘᲡ“ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲤᲡᲘᲥᲝᲠᲔᲐᲑᲘᲚᲘᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ „ᲛᲔᲜᲢᲐᲚ ᲰᲐᲑᲘ...