მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში დაკავებული შმაგი მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

პანკისის ხეობა

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში დაკავებული შმაგი მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე გზავნილი გააჟღერეს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მუთოშვილი უსამართლოდ დააკავეს და მისი დროული გათავისუფლება უნდა მოხდეს.

ოჯახის ახლობლებისა და მუთოშვილები გვარის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია მუხლებიც, რომლებიც მას წარედგინა, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისეინებს. მაშინ, როცა ვისო მუთოშვილის მკვლელობისთვის დაკავებულებს 9 და 11 წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ.

საუბარია ოჯახიდან ამოღებულ იარაღზეც, რომელიც მათი თქმით, პოლიციამ დაულუქავად წაიღო და მას საკუთარი ნების მიხედვით გამოიყენებს.

მუთოშვილების ოჯახი მიიჩნევს ვისური მუთოშვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. დაპირისპირებული გვარების საქმის სამართლებრივ დეტალებზე სამუშაოდ, ჯოყოლოში სპეციალური ჯგუფის შექმნას გეგმავენ.

რაც შეეხება შერიგების საკითხს, მუთოშვილები ქავთარაშვილებთან დიალოგზე, უარს აცხადებენ. შმაგი მუთოშვილი პოლიციამ 18 სექტემბერს დააკავა.

გამოძიება მას ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავება. ბრალდების მტკიცებით, მუთოშვილმა 29 ივლისს, დაპირისპირებული გვარის წარმომადგენლის, მურად ქავთარაშვილის სახლისა და ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.

შმაგი მუთოშვილს ბრალი დღეს, ოფიციალურად რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენეს, რის შემდეგაც, თელავის რაიონულმა სასამართლომა მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.