მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სასამართლო პროცესი

წინა სასამართლო სხდომაზე, სახელმწიფო ბრალდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, საქმის არსებით განხილვაში გადაცემას ითხოვდა.

რასაც არ დაეთანხმა დაცვის მხარე და უკანონოდ მოპოვების საფუძვლით, მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასა და სიახლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

დაკავებულის ოჯახის წევრები კი მიიჩნევენ, რომ მათი შვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ის უკანონო პატიმარია.

შეგახსენებთ, შმაგი მუთოშვილს ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. გამოძიების მტკიცებით, მან პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაცხრილა. ქავთარაშვილი კი ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული პირია.

საქმის არსებითი განხილვა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.