მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტს დედის მიერ ახალშობილის მკვლელობაზე სასჯელის მოხსნის ინიციატივით მიმართეს

დაპატიმრება

მოძრაობა „შემახე ამნისტია“ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და კონკრეტულ სასჯელებზე ამნისტიას ითხოვს. მათ შორისაა დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის ან მშობიარობის შემდეგ ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენჯერმე გაიზარდა თავისუფლება აღკვეთილ მოქალაქეთა რიცხოვნობა, რამაც საქართველოს პატიმართა რაოდენობის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოდ აქცია. ეს ტენდენცია ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.