მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წელი.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ექსპერტიზის შედეგებზე დღეს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნით, ფეხით ან ქვით.

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნას დამოუკიდებელი ექსპერტი, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსპერტიზის კითხვების პასუხები ეხება საქმის გარემოებას, ადამიანური ფაქტორით იყო მიყენებული დაზიანებები თუ რაიმე მექანიკური საშუალებებით.

„ექსპერტიზის დასკვნას დეტალებში ვერ გავეცანით, თუმცა, ვფიქრობ, რომ იქ ახალი არაფერი წერია. მნიშვნელოვანია ის კითხვები, რომლებზეც ექსპერტიზას პასუხი არ გაუცია. ეს შეკითხვები ეხება სიკვდილის დროის დაზუსტებას, სისხლნაჟღენთების მიღების დროის ხანდაზმულობის დაზუსტებას, იმყოფებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი უგონო მდგომარეობაში და თუ იყო, რის შედეგად,“ - განაცხადა ჯიშკარიანმა „ტვ პირველის“ ეთერში და დასძინა, რომ დასაზუსტებელია, შეეძლო თუ არა წინააღმდეგობა გაეწია გიორგი შაქარაშვილს წყალში დახრჩობის დროს, რაც არის ბუნებრივი ადამიანური თვითგადარჩენის ინსტიქტი,“ - დასძინა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 21 ივნისს, 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა. ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, დღეს, 11 აგვისტოს, 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.