მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენიტენციური სამსახური: გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა

სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებული გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა.

მათი ინფორმაციით, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო სერვისი მიეწოდება.

როგორც პენიტენციურში აცხადებენ, გიორგი მამალაძის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას.

„2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძეს ე.წ. ციანიდის საქმეზეა დაკავებული. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.