სამართალი

პენიტენციური სამსახური: ნიკანორ მელია ისარგებლებს ტელევიზორით, თუ მას პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში შეიძენს

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე
1614109547
დაკოპირებულია

სპეციალური პენიტენციური სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

უწყების განმარტებით, ნიკა მელიას ტელევიზორით სარგებლობის უფლება ექნება, თუ მას პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში შეიძენს.

„2020 წლის 23 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ბრალდებულ ნიკანორ მელიას პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ მედიასთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ბრალდებულს საკანში არ აქვს ტელევიზორი. მან იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ლოჯისტიკურ საკითხს დროულად მოაგვარებს.

ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას.

ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და მისი ერთადერთი მოთხოვნა საკანში ტელევიზორის ქონაა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

იენ კელი: ხელისუფლებამ დიალოგისკენ ნაბიჯები უნდა გადადგას

მეთიუ ბრაიზა: ჯერჯერობით, ერთადერთი გამარჯვებული არის რუსეთი

„საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს“- ანდრიუს კუბილიუსი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

საქართველოს დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდე...

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.

განცხადებაში საუბარია ნიკა მელიას მიერ სატელეფონო ზარის გამოყენების უფლებაზე.

1614450785

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაპატიმრების შემდეგ, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თავის გულისწყვეტაზე ისაუბრა, რომ მიმდინარე მოვლენებს პარტიის ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არ გამოეხმაურა.

1614448542

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ​ შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული არ არის.

1614445847

„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას.

1614442925
მოპედის ქურდობა თბილისში

სოფელ რუისთან ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

ცოტა ხნის წინ, ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისთან, ქვეითს მანქანა დაეჯახა.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფ...

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი საფრთხისშემცველი მედიაგარემოს შესახებ აწერენ ხელს - ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება. სწორედ, იქ მოეწერა ხელი მანიფესტს.

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ოპოზი...

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

1614429423
ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრო...

COVID 19-ზე სწრაფი PCR ტესტით, დღეს ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების 250-ვე თანამშრომელი გაიტესტა.