მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეხბურთელ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის სასამართლოს ფასადი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

გენერალური პროკურატურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე დაკავებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“. პროკურატურამ ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა", - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, პროკურატურამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წაუყენა