მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულ ვახო ჩიქოვანს ბრალი დღეს ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც ჩიქოვანის ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ჩიქოვანს არავის ნების საწინააღმდეგოდ არ დაუძალებია გადაადგილება და ასევე არ აუკრძალავს კონკრეტული პირისთვის გადაადგილება.

„ამ მუხლის ბრალად წარდგენისთვის აუცილებელია ამ გარემოებიდან რომელიმე მაინც იყოს სახეზე. მასზე განხორციელდა ძალადობა. ეს ადამიანი დღეს არის ცნობილი დაზარალებულად. ქვეყანაში არის სერიოზული მატერიალური კანონმდებლობის განმარტების პრობლემა“, - აღნიშმა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილს სამაშველო სამსახური 4 დღის განმავლობაში ეძებდა. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს.