„გამოძიების ეტაპზე ბრალდებულების მხრიდან არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა“, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, არსებობდა იმის საფუძველი, რომ მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოეყენებინა.
„დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობდა იმის საფუძვლები, რომ ბრალდებული პიროვნებების გათვალისწინებით, ასევე მათი მოქმედებების და სხვა უამრავი ქმედების გათვალისწინებით, რომელიც საქმის მასალებით დგინდებოდა, მოსამართლეს გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. საფრთხეები არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე აკეთებდნენ. სრულყოფილი ინფორმაცია არ არის მოწოდებული გამოძიებისთვის“, - აღნიშნა პროკურორმა.
ცნობისთვის, 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
„ქართული ოცნებისგან“ მივიღეთ ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების შემოთავაზება, მაგრამ ვერ შევთანხმდით თარიღზე“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის.
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ერთ-ერთ რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
„პირადად მე, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ე.წ. მეორე ძალა არ არსებობს, მესამე ძალის შესახებ საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აღნიშნავს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა რუსეთისთვის „კანონიერი ქურდის“ ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკის“ მკვლელის გადაცემაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ www.interfax.ru იუწყება.
დღეიდან საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა. რა შედეგებს უნდა ველოდოთ „ენგურჰესის“ მუშაობის გაჩერების შედეგად, რა გავლენა აქვს დიდ ჰიდროელექტროსადგურებს და რამდენად საჭიროა ახალი პროექტები საქართველოს ენერგოსისტემისთვის, ამ საკითხებზე ეკონომისტი ანდრია გვიდიანი საუბრობს.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2982 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2994 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა დიდი რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს.
ეგვიპტემ და ყატარმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ Reuters-ს ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს.