მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის პროკურორი: გამოძიებისთვის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული არ არის

ფეხბურთელის საქმის პროკურორი

„გამოძიების ეტაპზე ბრალდებულების მხრიდან არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა“, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორმ დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, არსებობდა იმის საფუძველი, რომ მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოეყენებინა.

„დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობდა იმის საფუძვლები, რომ ბრალდებული პიროვნებების გათვალისწინებით, ასევე მათი მოქმედებების და სხვა უამრავი ქმედების გათვალისწინებით, რომელიც საქმის მასალებით დგინდებოდა, მოსამართლეს გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. საფრთხეები არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე აკეთებდნენ. სრულყოფილი ინფორმაცია არ არის მოწოდებული გამოძიებისთვის“, - აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.