მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი წარუდგინეს

მორაბის ადვოკატი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მორაგბის ადვოკატის ბექა ნემსიწვერიძის თქმით, გაგნიძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინეს. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია.

ცნობისთვის, შაქარაშვილს სამაშველო სამსახური 4 დღის განმავლობაში ეძებდა. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს.