მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი: ბრალდების მხარის დასაბუთება შაბლონურია

ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

„ბრალდების მხარის დასაბუთება შაბლონური მიდგომაა“, - ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადამცველმა ალექანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს წერილობითაც არ წარმოუდგენია ის შუამდგომლობა, რაც წესით, სავალდებულო ხასიათისაა.

„სავალდებულოა, რომ ბრალდების მხარემ წერილობითი ფორმით წარმოადგინოს თუ რის საფუძველზე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი პატიმრობის გამოყენებას. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ 10 წუთში ჩამოაყალიბეს საფრთხეები, თურმე რა საფრთხეებიც არსებობს, ყველა ბრალდებულის მიმართ. ეს არის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და შესაძლო მძიმე დანაშაულის საფრთხე, რომ თურმე ჩვენ დავემალებით გამოძიებას. რა თქმა უნდა, ეს არის ბუტაფორია და აბსტრაქცია“, - აღნიშნა კობაიძემ.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა.

27 ივნისს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წაუყენეს.