მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეხბურთელის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ უბედურებას არ შესწრებია

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

„ტერიტორიიდან გასული იყო და შესაბამისად, ამ უბედურებას არ შესწრებია“, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განაცხადა.

ჭიკაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება საცხოვრებელ სახლში მოხდა.

„კატეგორიულად შემიძლია დავაფიქსირო, რომ იმ უბედურების დროს, როდესაც მოხდა ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე იმყოფებოდა ლისზე. ის რამდენიმე საათის წასული იყო ტერიტორიიდან და შესაბამისად ამ უბედურებას არ შესწრებია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მივიდა განჩინებით საგამოძიებო უწყების თანამშრომელი და მოხდა მისი დაკავება", - განაცხადა ჭიკაიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს.