მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეხბურთელის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი: კადრებში ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელია

შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულები

გავრცელებულ კადრებში ადამიანების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, მათი მოთხოვნაა საერთოდ არ იქნას გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

„ვითხოვთ, საერთოდ არ იქნას გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება, რადგან აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანია გამოკეტილი გისოსებს მიღმა. გავრცელებულ კადრებში ადამიანების იდენტიფიცირება, პრაქტიკულად შეუძლებელია. პროცესის დასრულების შემდეგ უფრო სიღრმისეულად გავეცნობით მასალებს. თუმცა, ცალსახად შემიძლია გითხრათ, არცერთი მოწმე და არავინ არ ადასტურებს, რომ რაიმე ტიპის დანაშაული ჩაიდინა, განსაკუთრებით ძალადობა და მითუმეტეს ორგანიზება რაიმე ტიპის ძალადობის“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.