მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 37,240 ლარი შეადგინა.

„საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.