მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთში 43 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ბორკილების დადება

ფოთში 43 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.რ.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა და მისმა თანმხლებმა პირებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გ.რ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.