სამართალი

პირი, რომელიც გარდაცვლილ პატიმრად მოიხსენიეს, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებული იყო - პენიტენციური სამსახური 

სპეციალური პენიტენციური
სამსახური
1606147895
დაკოპირებულია

„პირი, რომელიც „ტვ პირველმა“ გარდაცვლილ პატიმრად მოიხსენია, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებული იყო“,- ამის შესახებ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ. 

განცხადების თანახმად, ტელეკომპანია „ტვ პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ პატიმარი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის გულგრილობის გამო გარდაიცვალა, მიზეზი კი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

„კერძოდ, სიუჟეტში ითქვა, თითქოს „მსჯავრდებულს კლინიკაში წასვლის უფლება, მხოლოდ გარდაცვალებამდე 40 წუთით ადრე მიეცა“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. პირი, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, არის ი.ე. (დაბ. 1971 წ.), რომელიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯერ კიდევ 2020 წლის 31 ოქტომებრს მოთავსდა. მანამდე კი ხანგრძლივი მკურნალობის კურსს გადიოდა N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდებოდა. ამასთან, გარდაცვალების მომენტისთვის ი.ე. არ იყო პატიმარი, ვინაიდან 2020 წლის 22 ნოემბერს იგი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწვეტილების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში მას სასამართლოს მიერ სასჯელის გადავადების მოთხოვნაზე უარი ორჯერ ეთქვა - 2020 წლის 11 აგვისტოს და 24 სექტემბერს“,- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მათი ინფორმაციით, მსჯავრდებული ი.ე. 2018 წლის 14 აპრილიდან სასჯელს იხდიდა საქართველოს სსკ-ია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღებას.

„სასჯელის მოხდის პერიოდში გამოკვლევების ჩატარების მიზნით არა ერთხელ იყო გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. 2018 წლის 21 ოქტომბერს მსჯავრდებული N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩატარებული კვლევების და კონსულტაციების საფუძველზე (რაც ჩატარებული აქვს როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკებში) დაუდგინდა დიაგნოზი: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება IV-სტადია, მძიმე მიმდინარეობის, ფილტვების ემფიზემა, ფილტვების ფიბროზი, სუნთქვის უკმარისობა; ქრონიკული C ჰეპატიტი (სასჯელის მოხდის პერიოდში 2018 წლის 26 სექტემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარებული აქვს ქრ. C ჰეპატიტის ანტივირუსული მკურნალობა).

მსჯავრდებულს სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პერიოდულად უტარდებოდა თერაპია საინჰალაციო და საინექციო ბრონქოდილატატორებით, მათ შორის, ჰორმონული პრეპარატებით, სედაციური და სიმპტომური საშუალებებით.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მსჯავრდებული 2020 წლის 31 ოქტომბერს გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც დაესვა დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ემფიზემა (ფილტვის); კლინიკაში ყოფნის პერიოდში 19 ნოემბერს მსჯავრდებულის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2020 წლის 22 ნოემბერს მოხდა ი.ე.-ს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება“,- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:27 საათზე, წალკიდან სამხ-დასავლეთით 16 კმ-ში, სოფელ მამიშლართან, დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

1611409920

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ. 

1611408793

ფლორენციული რენესანსის მხატვრის სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი აუქციონზე იყიდება.

1611408000

რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ „Meduza” იუწყება. 

1611407127
აფეთქება ღაზას სექტორში

ღაზას სექტორში მომხდარი აფეთქების შედეგად 20...

ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება. 

ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში სხვა ქვეყნის...

აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა უცხო ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება. 

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის გაუგებ...

„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იტალიაში 31 წლის ქართველი მამაკაცი გარდა...

იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.