მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სატვირთოს მძღოლი დააკავა

პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ👇

👉 შსს: ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაზრდილია

👉 გორში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა