მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ბათუმში ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

პოლიცია, შსს, ლენტი

რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა ბათუმში 40 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავაბულია 40 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მ ოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ზ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს - ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, ტ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.