მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ბეჟან გვაზავა დააკავა

დაკავებული ადამიანი ზურგით

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„ბ.გ.-მ 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მის ნაცნობს ა.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და მიიმალა.

დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ზუგდიდის სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.