სამართალი

პოლიციამ იორმუღანლოში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
20:02 17.10
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 1 პირი - 2001 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელს - 2002 წელს დაბადებულ თ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„სამართალდამცველებმა ი.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

არჩევნები 2020

არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე უახლეს...
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ჯამ...
47 წუთის წინ
„ცესკოს მოვუწოდებთ დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობ...
49 წუთის წინ
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით,...
00:52
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მონაცემებზე ი...
00:47
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

„ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ დასჭირდება“ - ვა...

ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში პოლიტიკურ პროგნ...
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ ჩემთან დარე...
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ...
ნანუკა ჟორჟოლიანი ეგზიტპოლზე: „იმედი“ კი...
ცესკოს შედეგები, მთავართან ყველაზე ახლოს იქნება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრ...
ალეკო აღარ გვისმენს! - ნომერი გამორთულია...
პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აღარ გვისმენს, მისი ტ...