სამართალი

პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

დაკავებული ადამიანი
ზურგით
09:54 ორშ. 26 ოქტომბერი
დაკოპირებულია

პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 3 პირი. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში
მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ს., 1996 წელს დაბადებული გ.ნ. და 1995 წელს დაბადებული რ.პ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის საათს, საფულეს და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღებს. ამავდროულად საცხოვრებლის პატრონს -1969 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს, სახის არეში დაზიანება მიაყენეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“. - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...