მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

დაკავება ქურდობის ბრალდებით

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ
სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს მოხდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ👇

👉 ქობულეთში „საქართველოს ბანკთან“ ძარცვა მოხდა