სამართალი

პოლიციამ მარნეულში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებული და მხილებულია 6 პირი

საქართველოს პოლიციის
ფორმა
1611403946
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

დაკავებული და მხილებულია 6 პირი: 1997 წელს დაბადებული რ.უ., 1998 წელს დაბადებული რ.ბ., 1999 წელს დაბადებულები ე.გ. და ა. შ, ასევე 2000 წელს დაბადებული ი.უ. და ამავე წელს დაბადებული ე.გ. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები მიმდინარე წლის 18 იანვარს ყაჩაღურად თავს დაესხნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ჯართის მიმღები პუნქტის ტერიტორიაზე მდებარე ვაგონში მყოფ, ამავე ობიექტის თანამშრომლებს - მ.მ.-სა და ქ.ა.-ს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2000 ლარს, ორ მობილურ ტელეფონს, 2 საათს და ვერცხლის ყელსაბამს.

თავდამსხმელებმა დაზარალებულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მეორე ვაგონში გადაიყვანეს და ჩაკეტეს, ის ვაგონი კი, რომელზეც თავდაპირველად განახორციელეს თავდასხმა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები, დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვადასხვა ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენდანტის საათი
საქართველოში

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619002316

„ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს.

1619002219

„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.

1619001952

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619001827
რასა იუკნევიჩიანე

„ევროკავშირში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება ამ პ...

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეკო...

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.

ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მ...

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.