სამართალი

პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა

პოლიცია
1620630228
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოვლინდა.

ცნობისთვის, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 78 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 813 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 109 ფაქტი გამოვლინდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.