მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ოჯახის წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ბორკილების დადება

პოლიციამ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავა.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, დასთან სტუმრად ყოფნის დროს, მეუღლეს -1992 წელს დაბადებულ ი.ო.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით და 11 პრიმა-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.