მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ორთაჭალაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.