მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთში ქართველი მოკლეს

პოლონეთში ქართველი მოკლეს

პოლონეთის ქალაქ ოსიაში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის ვანო სანებლიძე მოკლეს. პოლონეთში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, ვანო სანებლიძეს, რომელიც ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა, უთანხმოება მის ხელმძღვანელთან ანაზღაურების გამო მოუვიდა.

დაპირისპირება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დაიწყო და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს საქართველოს მოქალაქე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. მან დაცემისას, სავარაუდოდ, კისრის არეში სასიკვდილო დაზიანება მიიღო.

პოლიციიის ინფორმაციით დამნაშავე დაკავებულია.

ინფორმაციას pomorska.pl ავრცელებს.