მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურა: ბაჩალიაშვილს პრეპარატები მიღებული აქვს საყლაპავი გზით და არა ინექციით

ამირან გულუაშვილი ექსპერტიზის დასკვნაზე

„პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭში მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა საინექციო გზით“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მსისი თქმით, მედიკამენტების მიღებული იყო წყალში გახსნილი სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიკამენტების ნაწილაკები იქნებოდა ბევრად უფრო მეტი, ვიდრე იყო ნაპოვნი სხეულში.

პროკურორის განმარტებით სამედიცინო ექპერტიზით დგინდება, რომ პროგრამისტის სიკვდილის მიზეზი სოწრედ მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.