მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურა გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

პროკურატურის განცხადებით, გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თანახმად, გიორგი რურუასგან მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეციალური პაკეტით.

პროკურატურის განცხადების თანახმად, გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება:

„საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა გიორგი რურუასგან მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეციალური პაკეტით და ყველა წესის დაცვით, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკა გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარდა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში, რომლის დალუქვაც განხორციელდა კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნით სპეციალურ ნივთმტკიცებათა პაკეტზე დატანილი ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტების გამოკითხვა შემდგომ სასამართლო სხდომებზე მოხდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.