მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

პროკურატურის შენობა

გენერალური პროკურატურა დღეს სასამართლოს დავით გარეჯის საქმე დაკავებულებისთვის, სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, დადგენილია მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე ამ ეტაპისათვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე.

„დღეს არის წინასასამართლო სხდომა, მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული. ჩვენ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად ამოვწურეთ.

ჩვენ ამ მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გავასაჯაროვეთ და ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება.

ამავდროულად ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე ამ ეტაპისათვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისათვის და ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს საგამოძიებო ორგანო, მათ შორის თქვენთვისაც ცნობილია, რომ დღეს ერთი პირი გამოკითხვაზე იმყოფება.

ამ მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ მოქმედებებს და შესაბამისი შედეგების თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით.

ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება, შესაბამისად რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი", - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ფარული ჩანაწერები მელაშვილი ილიჩოვას საქმეზე (ვიდეო)

ადვოკატები დღევანდელ სასამართლო პროცესზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ

„მოპოვებულია მტკიცებულებები, რომ მელაშვილი და ილიჩოვა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ“ - პროკურორი