სამართალი

პროკურატურა შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის
საქმის დეტალების
ქრონოლოგია, 2020 წ.
1610354080
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.

„ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

უწყების ცნობით, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ. საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ახლობლებს და აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს“, - განაცხადა პროკურორმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 2.5 მილიონი ევროს მულტისავალუტო რესურსს ამატებს და მის მთლიან მოცულობას 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

1614614289

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს. 

1614613414

„კომუნიკაციების კომისიის ბოლო რეგულაციებით ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრებას. შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორები კომისიას აკრიტიკებენ და ხშირად კრიტიკაზე მეტად ჭორაობენ, მათი ეს გაღიზიანება ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“,- ეს შეფასება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დიდი ოპერატორების წარმომადგენლების მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა გააკეთა.

1614613372

„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზაობა ყოველთვის დავადასტურეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან  ერთად გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

1614612217
ევროპის საბჭოს
პრეზიდენტი მთავრობის
ადმინისტრაციაში

„გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში...

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ  წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გ...

„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ. 

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზი...

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შედგეს შეხვედრა”, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისაუბრა. 

ბელარუსში აქციებში მონაწილეობისთვის სასჯ...

საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბელარუსში სასჯელი გაამკაცრეს. კერძოდ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის მაქსიმალური ჯარიმა სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.