სამართალი

პროკურატურა შაქარაშვილის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საკადრო ცვლილებები
პროკურატურაში
15:24 სამ. 28 ივლისი
დაკოპირებულია

გენერალური პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE საგამოძიებო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე ვ.ჩ-ს, ვ.მ.-ს, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, გ.ტ.-ს, თ.ბ.-ს, ნ.ჟ.-ს, ი.მ.-ს, ს.ჩ.-ს, ი.წ.-სა და ს.გ.-ს მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით. მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

დღეის მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. ამასთან, ბრალდებულად ცნობილი 6 არასრულწლოვანის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში.

​პროკურატურის მიერ აღნიშნული სამართლებრივი პროცესუალური გადაწყვეტილების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...