მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურამ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყრბის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 ივლისს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბ.ხ-მ ქ.თბილისში, მუხიანში, ბ.კ.-ს კუთვნილ სასურსათო მარკეტში ბ.კ.-ს მეუღლეს თ.ბ.-ს ალკოჰოლური სასმელი ნისიად მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი, ბ.ხ.-მ მარკეტის მეპატრონეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მაღაზია დატოვა, რის შემდეგაც იგი თანმხლებ პირებთან ერთად აღნიშნულ მარკეტში ორჯერ მიბრუნდა, ცოლ-ქმარს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა და მაღაზიის განადგურებით და გადაწვით დაემუქრა.

„სამართალდამცველებმა ბ.ხ. 2020 წლის 30 ივლისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ხ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ვინაიდან ბ.ხ. არის ნასამართლევი ქურდობის 6 ეპიზოდისთვის და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.