მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურამ გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ლოგო

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ ქ.თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

უწყების განმარტებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქე ა.ჯ.-ს შეეჯახა. ა.ჯ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.