სამართალი

 პროკურატურამ გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის
შენობა 12
1617814304
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ მ.ბ-ს გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მ.ბ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 მარტს ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მ.ბ.-ს თავდაპირველად გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისში, „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებიც გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ,სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

1619173794

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

1619173586

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619173102

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

1619172822
ჭალადიდის დამშრობი
მასივის გაწმენდითი
სამუშაოები მიმდინარეობს

ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ალეკო ელისაშვილი: ნუ ვახურდავებთ ძალიან...

„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს“,- ასე პასუხობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგი...

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელა მარკსოვამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ და ელჩის მოადგილემ იანა გაშპარიკოვამ ზაჰესის ჰიდროექეტროსადგური დაათვალიერეს. სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენარაცია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩეხური კომპანია, რომელიც საქართველოს ენერგობაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან.