სამართალი

„ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის შენობა
19:31 15.10
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულ თ.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 2020 წლის 13 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, თ.ყ. ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო ღონისძიების ფარგლებში, სხვა პირებთან ერთად ქალაქის ქუჩებში მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანევრირების გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ.ყ.-მ, „მერსედესის “ მარკის ავტომანქანის მძღოლს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრს პ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„სამართალდამცველებმა, თ.ყ. იმავე დღეს ქ.ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი...
14 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 603-მა ადამიანმა შეძლო. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლი...
19 წუთის წინ
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მი...
21 წუთის წინ
„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერ...
38 წუთის წინ
ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში ზელენსკის პარტია უკრაინაში ჩატარებულ ადგილობრ...
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნ...
50 წუთის წინ
თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგ...
გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 26 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექ...
26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფ...
00:41
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ა...
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ი...