სამართალი

მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ო.-ს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
19:33 10.07
დაკოპირებულია

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს გ.ო.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. გ.ო.-სთვის წარდგენილი ბრალდება თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულილია ინფორმაციაში.

არ გადაკვეთო 4

ახალქალაქში 27 წლის ბიჭი მოკლეს

ახალქალაქში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს და...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად...
20:45 08.08
ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდა. ადამიანი ტკიპების ნაკბენის შემდეგ ინფიცირდება. ამის შესახებ ინ...
19:56 08.08
„რუსეთი არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო სა...
19:42 08.08
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტ...
19:06 08.08
აპატურაი საქართველოს 9 აპრილს ულოცავს აპატურაი: ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძა...
„ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური...
ვაკის პარკის შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუ...
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა...
გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთ...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, მის მოადგილეებთან გიორგი ახვ...
კობახიძე: ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე შევ...
„ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყვ...