მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურამ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის 30 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა

პროკურატურის შენობა

გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ამასთან, მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ბრალდებას არ ეთანხმება.

ინფორმაციისთვის, საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ - აქცია საქალაქო სასამართლოსთან

✔️ პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს