სამართალი

პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის
განცხადება 2008 წლის ომის
საქმეზე სტრასბურგის
სასამართლოს
გადაწყვეტილების შესახებ
1611414281
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 21 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმაში, დ.ფ.-სთან და ხ.ე.-სთან ურთიერთშელაპარაკებით განაწყენებულმა ჯ.ა.-მ, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა დ.ფ.-ს და ხ.ე.-ს განზრახ მკვლელობა.

„ბრალდებულმა დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა ხ.ე.-ს, ხოლო შემდეგ მძიმედ დაჭრა დ.ფ. მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხ.ე.-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ჯ.ა. 2021 წლის 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით დღეს, 23 იანვარს წარედგინა. ჯ.ა.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.

1614349136

წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.

1614348294

ოპოზიციის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან რჩება და კარავს გზის სავალ ნაწილზე შლის.

1614348213

„პროტესტით ვერ მიიყვანეს, ახლა კონცერტით ცდილობენ - ახლა კონცერტი თუ გიშველით მარტო“ - ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიტინგს ეხმაურება.

1614347201
მთავრობის ადმინისტრაციის
უფროსის მოადგილე

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციას ტოვე...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თავად სიჭინავა Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს. 

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

ნიგერიაში „ბოევიკებმა“ 300 გოგო გაიტაცეს

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „ბოევიკები“ სკოლას თავს დაესხნენ და 300-ზე მეტი გოგო გაიტაცეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.  

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ე...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.