მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურამ ცხოველის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ქ.ბორჯომში ცხოველის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ ა.ს.-ს ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ქ.თ.-ს ძაღლი გადააგდო, რის შედეგად ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

„სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა. 2020 წლის 10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში და წესით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ა.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.