სამართალი

პროკურატურამ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და  დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჟურნალისტ
ვახტანგ სანაიას მიმართ,
მისი პროფესიული
საქმიანობის გამო
განხორციელებული დევნისა
და დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით
მუქარის ფაქტზე სამ პირს
ბრალდება წარუდგინა
1614339297
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს  ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ.

სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე, უწყებას მკაცრი მიდგომა ექნება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს.

პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისი, მტკვარი,
მშვიდობის ხიდი

798 თბილისი, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთი...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

1618988435

რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე უკრაინაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს (45%-ს) რეალურად მიაჩნია. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1618999008

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა „OxGen”- მა მიიღო. კომპანია სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

1618998917

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

1618998837

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.

1618998761
ანალიტიკოსი ირაკლი
ლატარია

ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მიერ შ...

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.

ზუგდიდში 55 ოჯახს სასოფლო-სამეურნეო ტექნ...

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდში, ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პესტიციდები, ჰერბიციდები და აგროქიმიკატები გადასცა.

ქუთაისში კოვიდპაციენტი კლინიკის მე-5 სარ...

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მე-5 სართულიდან გადახტა. მიღებული ტრავმების შედეგად ის გარდაიცვალა.

„სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი...

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.