სამართალი

პროკურატურის განცხადება 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

საქართველოს პროკურატურის
განცხადება 2008 წლის ომის
საქმეზე სტრასბურგის
სასამართლოს
გადაწყვეტილების შესახებ
1611253939
დაკოპირებულია

საქართველოს გენერალური პროკურატურა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

აღნიშნულ საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი გენოციდის, მაროდიორობის და შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე, 411-ე და 413-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გენერალური პროკურატურის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა კომპლექსური და ფართომასშტაბიანი გამოძიება. გამოიკითხა ათასობით მოწმე. დათვალიერდა შემთხვევის ადგილები, სამკურნალო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია ათეულობით პირზე, რომელთა საფუძველზე დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. ასევე, საქმეზე ჩატარდა ბალისტიკური, პიროტექნიკური, ვიდეო-ტექნიკური, ქიმიური და სასაქონლო ექსპერტიზები.

2015-2020 წლებში გამოიკითხა ერედვის, ქურთის და თიღვის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას იმყოფებოდნენ თავიანთ სოფლებში და თვალს ადევნებდნენ მათ სოფლებში განვითარებულ მოვლენებს. მათგან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და ოსური უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მოქმედებდნენ სამაჩაბლოს სოფლებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმების წინასწარ შეთანხმებული გეგმით, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა ამ ტერიტორიის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან გაწმენდა. უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა, ჯერ გაძარცვეს ქართული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და შემდეგ, იმ მიზნით, რომ ქართულ მოსახლეობას არ ჰქონოდა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა, გადაწვეს მათი სახლები. აღნიშნულით განახორციელეს მოსახლეობის იძულებით განდევნა და გადაადგილება თავიანთი კანონიერი საცხოვრებელი ადგილებიდან.

ასევე, მიმდინარე გამოძიების პროცესში დადგინდა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტა „ისკანდერის“ ნარჩენების ადგილსამყოფელი, რომლებიც გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა 2017 წლის 5 ოქტომბერს. 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ, სწორედ აღნიშნული კასეტური ჭურვებით აღჭურვილი რაკეტით დაიბომბა ქ. გორის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 12 და დაიჭრა 29 მშვიდობიანი მოქალაქე.

გამოძიების მიერ ასევე ამოღებულ იქნა შორი მოქმედების რაკეტა „ტოჩკა უ“-ს ორი კორპუსი, რომლებითაც 2008 წლის 10 აგვისტოს დაიბომბა ონის რაიონის სოფელი კომანდელი და გორის რაიონის სოფელი ნიქოზი. გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა რაკეტა „ისკანდერთან“ და რაკეტა “ტოჩკა უ“ -სთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალები, რითაც დგინდება საქართველოს ტერიტორიაზე მათი ჩამოგდების ფაქტები.

2018 წლის 26 აპრილს გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტის ნარჩენი ნაწილების ოთხი ფრაგმენტი. გამოძიების მიერ, რაკეტა „ისკანდერისა“ და „ტოჩკა უ“-ს დეტალებზე ჩატარებული პიროტექნიკური, ქიმიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური 2017 წლის 22 ნოემბერს და 2018 წლის 21 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება რომ ობიექტები წარმოადგენენ ქარხნული წესით რუსეთის ფედერაციაში დამზადებულ, ასაფეთქებელი მოწყობილობის - 9М723 „ИСКАНДЕР“ და „ტოჩკა უ“ს“ ტიპის რაკეტის, აფეთქების შემდგომ დარჩენილ ნაწილებს.

სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას ისტორიულ გადაწყვეტილებას. უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების როლი და დახმარება. ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დიდ წარმატებაში. აქვე, მადლობას ვუხდით პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს - საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო
საქართველოში

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.

1614277175

პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.

1614276517

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.

1614275899

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

1614274496
ეს იქნება ახალი
შესაძლებლობა საქართველოს
მოქალაქეებისთვის და წინ
გადადგმული ნაბიჯი
ორგანიზებული, ლეგალური და
ამავე დროს ღირსეული
შრომითი პირობებისთვის

„ისრაელი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საი...

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ რეგიონში რეგულაციების აღსრულების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან, რათა ინფექციის ზრდის საფრთხე არ შეიქმნას. 

ალიევი: სომხები წურბელებივით ჩვენი მიწის...

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

ხატია დეკანოიძე: ნიკა მელიას გადაწყვეტილ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგი გამართა.