მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: დანაშაულის ნიშნები თუ დადგინდება ნებისმიერი პირის მიმართ დავიწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას

პროკურორი დავით გუმბერიძე

„თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, ჩვენ ნებისმიერი პირის მიმართ დავიწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას“, - ასე უპასუხა პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დავით ფურცხვანიძის შვილის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხს ეხებოდა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ დავით ფურცხვანიძემ სატელიტის ფოტოები სკაიპის საშუალებით მიიღო. გუმბერიძის თქმით, პროკურატურა ამ პირის იდენტიფიცირებას მოახდენს.

„გამოძიებით დადგენილი გვაქვს კონკრეტულად ის ფაქტი, რომ დავით ფურცხვანიძემ ეს ფოტოსურათები მიიღო სკაიპის საშუალებით. რა თქმა უნდა ამ პირის იდენტიფიცირებას ჩვენ მოვახდენთ და ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება. რაც შეეხება შვილის პასუხისმგებლობას, გავიმეორებ იგივეს რაც მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განვმარტე. ამ საქმეში მონაწილე ფიგურანტი პირების შესწავლა ხდება. შესაბამისად, ვმუშაობთ თითოეულ მათგანზე იმ შემთხვევაში თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, ნებისმიერი პირის მიმართ დავიწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას“, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებას, მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

„ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება და რა თქმა უნდა გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების და დადგენის მიზნით. შესაბამისად, კონკრეტულად მე ვერ გავაკეთებ განმარტებას რამიშვილთან ან სხვა ფიგურანტ პირებთან დაკავშირებით, თუმცა გიდასტურებთ ფაქტს, რომ გრძელდება გამოძიება“, - დასძინა დავით გუმბერიძემ.