მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აუცილებლად მოიხდიან სასჯელს

პროკურორი ამირან გულუაშვილი

პროკურორი ამირან გულუაშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა საქმის დასრულებას არ ნიშნავს და პროკურატურა მათ დანაშაულს მტკიცებულებებით დაადასტურებს. 

„ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია. მათი საქმის განხილვა არც კი დაწყებულა. ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია უდავოდ გამოიწვევს იმას, რომ ისინი ისევ დაუბრუნდებიან იმ დაწესებულებებს, რომლებიც დატოვეს. ისინი აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინეს და სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“, - განაცხადა პროკურორმა.

როგორც მან განმარტა, პროკურატურის პოზიციით, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები დავალებებს ზემდგომი პირებისგან იღებდნენ.

„მათი დანაშაული გამოიხატება იმაში, რომ მათ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ შეასრულეს ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებები. ეს გულისხმობს იმას, რომ ტერიტორია, რომელიც ისტორიულად იყო საქართველოს ნაწილი, კომისიების საქმიანობის დონეზე, ფაქტობრივად მიკუთვნებულია აზერბაიჯანული მხარისთვის“, - აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

მისი თქმით, ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ასრულებდნენ იმ დავალებებს, რომელიც მათთვის შესაძლოა კომფორტული არ იყო, თუმცა, ეს მაინც გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს?“ - საპატრიარქო დავით გარეჯის საქმეზე