მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შემაკავებელ ორდერი აქვს გამოწერილი

ბასილაშვილის საქმის პროკურორი

„თბილისის საქალაო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაოდ 100 ათასი ლარი შეუფარდა“, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განაცხადა.

მისი თქმით, სპორტსმენს გადახდის ვადად 30 დღე მიეცა და წინასწარი პატიმრობიან გათავისუფლებას თანხის გადახდის შემდეგ შეძლებს.

„ფაქტს რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი ვადასტურებ, თუმცა ფიზიკურად ძალადობის შესახებ თავად დაზარალებულიც არ მიუთითებს ამ ეტაპზე, შესაბამისად ბრალდება წარდგენილია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ. გამოძიება გრძელდება. მიმდინარე წლის 16 ივნისს ჩაინიშნა წინასაასამრთლო სხდომა და ბრალდების მხარე ამ დრომდე მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას და წარადგენს მას,“ - განაცხადა ნათია გურულმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.