მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: რამიშვილის ტელეფონში სხვა ფოტოებიც აღმოჩნდა

პროკურორი დავით გუმბერიძე

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მოქალაქე დავით ფურცხვანიძისგან ტელეფონში რამდენიმე ფოტო ჰქონდა გადაგზავნილი.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, რამიშვილის ტელეფონში სხვა ფოტოებიც აღმოჩნდა, რომელიც ასევე სატელიტის იყო.

პროკურორი ამბობს, რომ ადვოკატმა გამოძიებას მხოლოდ 2 ფოტომასალა წარუდგინა.

„ტელეფონში აღმოჩნდა სხვა ფოტოები, რომელიც ასევე სატელიტის იყო. შესაბამისად ეს ინფორმაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიხეილ რამიშვილმა გამოძიებაში წარადგინა მხოლოდ 2 ფოტოსურათი.

მას ტელეფონში დავით ფურცხვანიძისგან გადაგზავნილი ჰქონდა რამდენიმე ფოტოსურათი. ჩვენ არ შევდივართ სხვა პირებთან მიმოწერაში, ასევე არ განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას რაც არ შეიძლება იყოს კავშირში საქმესთან. მას უფრო მეტი ვალდებულება გააჩნია, მედიასთან, საზოგადოებასთან და გამოძიებასთან. როდესაც მოდის და ჩვენთან მოაქვს კონკრეტული დოკუმენტი, ამით ასაბუთებს და ითხოვს, რომ მივიღოთ საქმეზე მოცემულობად, რა თქმა უნდა ამას სჭირდება მეტი გადამოწმება, სანდოობა და ადვოკატს გაცილებით მეტი ვალდებულება გააჩნია ვიდრე ჟურნალისტებს“, - განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება.

მოქალაქე დავით ფურცხვანიძემ გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს სატელიტის ფოტოები მიაწოდა.

მიხეილ რამიშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მობილურის სკანირების პროცესს დაესწრება.